27-06-2020
ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინა დაიწვა. ბინის მეპატრონის ინფორმაციით, სრულად დამწვარია ბინაში არსებული ავეჯი და ტექნიკა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ბრიგადები, სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. კორპუსის მცხოვრებლების ევაკუაცია სამაშველო სამსახურმა მოახდინა. ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლოკალიზებულია.