28-06-2020
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეთხუთმეტე პაციენტი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 924 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის 785 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 გარდაიცვალა.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 2819 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 230 ადამიანი რჩება.