28-06-2020
„არ გამოვა, შაქარაშვილის გირგვლიანიზაცია, და წინასაარჩენო სლოგანად გადაქცევა, მით უმეტეს ამ ორ ტრაგედიას ერთმანეთთან საერთო არაფერი არ აკავშირებს, არც პოლიტიკური და არაც კრიმინალური თვალსაზრისით“ - ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანს ეხმიანება.
როგორც ცუცქირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, გარდაცვლილი ოჯახის ტრაგედიის ირინა ენუქიძის ტრაგედიასთან და მაღალჩინისნების თემასთან გაიგივების მცდელობა, არა თუ უსაფუძლო ან სამართლებრივი ნონსენსია, არამედ კიდევ ერთხელ ცხადყოფს "ნაციონალების" ირგვლივ მოდრეიფე ოპოზიციური ფლანგის სრულ იდეოლოგიურ და სამართლებრივ ფიასკოს, რაც სიცრუის ტირაჟირებაზე, ფეიკ ნიუსებზე, მოსახლეობის მიზანდასახულად შეცდომაში შეყვანაზე და ოცნების ხელისუფლების წარუმატებელ დემონიზაციაზე არის აგებული!
„მას შემდეგ რაც ოპოზიციამ სუფთად წააგო დებატები პარლამენტში, ხოლო მანამდე კოვზი ნაცარში ჩაუვარდა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ახალი ცრუ შტურმი განახორციელა. ამჯერად, შაქარაშვილის თემა გირგვლიანის თემასთან გააიგივა და ბუნებრივია, ამ ორი ტრაგედიის ერთმანეთთან დაკავშირებით, შეეცადა ნაციონალების დროინდელი ანტიადამიანური და ანტიჰუმანური სისასტიკე დღევანდელობასთან დაეკავშირებინა. ნაციონალების და ზოგადად ოპოზიციის მხრადამჭერი ტელესივრცის გუშინდელი რეპორეტაჟები, აქ ვგულისხმობ როგორც ტვ 1, ასევე ტელეკომპანია "მთავარის" უშინდელ საღამოს ფართე ტირაჟირებით გასულ სიუჟეტებს.
ამ ადამიანებს რატომღაც ჰგონიათ, რომ მათსავით ქართულ საზოგადოებას რეტროგრადული ამნეზია სჭირს. არ გამოვა, ისტორიის გადაწერა და იმ სისხლიანი წლების ჩამოწერა, მით უმეტეს, როდესაც სანდრო გირგვლიანი, იმიტომაც იქცა საერთო ეროვნულ პროტესტად, რომ ის გაიტაცეს პოლიციის მაღალჩინოსნებმა, ნაციონალური ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების პირდაპირი დავალებით, და შესაბამისად, მისი მოკვდინებაც მთელი სისასტიკით და ცინიზმით, მთლიანად სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის სინდისზეა! და არც ის იყო შემთხვევითი, რომ სწორედ ამ არაადამიანურობის გამო, გამოუტანა ქართველმა ხალხმა მათ სამართლიანი განაჩენი 2012 წელს.
არ გამოვა, შაქარაშვილის გირგვლიანიზაცია, და წინასაარჩენო სლოგანად გადაქცევა, მით უმეტეს ამ ორ ტრაგედიას ერთმანეთთან საერთო არაფერი არ აკავშირებს, არც პოლიტიკური და არაც კრიმინალური თვალსაზრისით. დაწყებულია გამოძიება და უკვე 17 პირია მიცემული სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში, და რაც მთავარია, გამოძიება გრძელდება.
გარდაცვლილი ოჯახის ტრაგედიის ირინა ენუქიძის ტრაგედიასთან და მაღალჩინისნების თემასთან გაიგივების მცდელობა, არა თუ უსაფუძლო ან სამართლებრივი ნონსენსია, არამედ კიდევ ერთხელ ცხადყოფს "ნაციონალების" ირგვლივ მოდრეიფე ოპოზიციური ფლანგის სრულ იდეოლოგიურ და სამართლებრივ ფიასკოს, რაც სიცრუის ტირაჟირებაზე, ფეიკ ნიუსებზე, მოსახლეობის მიზანდასახულად შეცდომაში შეყვანაზე და ოცნების ხელისუფლების წარუმატებელ დემონიზაციაზე არის აგებული!“ - წერს ცუცქირიძე.