29-06-2020
ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც მან გირგვლიანის მკვლელობასა და შაქარშაშვილის საქმეს შორის პარალელი გაავლო.
„შაქარაშვილის მკვლელობაზე მოკლედ ვიტყვი:
მხოლოდ ავადმყოფს და არამზადას შეუძლია რაიმე პარალელი გაავლოს გირგვლიანის მკვლელობასა და შაქარაშვილის საქმეს შორის.
იქ დანაშაული ჩაიდინეს მაღალი თანამდებობის სახელმწიფო მოხელეებმა და შემდეგ მთელი სისტემა იყო გაყალბებაში და დაფარვაში ჩართული. ამაზე სტრასბურგის სასამართლომაც დადო დასკვნა.
ხოლო, შაქარაშვილის მკვლელობა „შპანამ“ ჩაიდინა, და მიეზღვებათ მაგათ!
მოკლედ, ნანუკა ჟორჟოლიანმა გაახმოვანა თავის პოსტში გეგმა შაქარაშვილის საქმე რომ იქცეს ახალ „გირგვლიანის საქმედ“.
გადახარშეს, გადმოხარშეს, ამ აჯაფსანდალს ბევრი ინგრადიენტი დაამატეს და, რა თქმა უნდა ბერა. სხვანაირად ვერ გახვევდნენ ხელისუფლებას. ესე იფიქრეს.
თუმცა, საზოგადოების რეაქციამ აიძულა ეს ავადმყოფი, წაეშალა თავისი პოსტი, მაგრამ გეგმა გამჟღავნდა, რომელიც ვერასოდეს იქცევა გირგვლიანის „ქეისად“ ,- წერს მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გირგვლიანის მკვლელობასა და შაქარშაშვილის საქმეს შორის პარალელი გაავლო:"საშიშროებისგან გარბოდა გირგვლიანი. ხევში გადავარდა, ყინვის და იმის გამო, რომ ამოსვლა და სხვისთვის ხმის მიწვდენა ვერ მოახერხა, გარდაიცვალა.
რომ არ გაკიდებოდნენ, ხევამდე არ მივიდოდა. წავიდოდა სახლში. საშიშროებისგან გარბოდა შაქარაშვილიც. ან ცუდი ხილვადობის გამო, ან ფეხი დაუცურდა, არ ვიცით ჯერ, ფაქტია წყალში გადავარდა და გარდაიცვალა და ფაქტია მას მისდევდნენ, ამიტომაც გარბოდა.
გაიქცა და გაუჩინარდაო არ ამბობდნენ გირგვლიანზე. ამბობდნენ მოკლესო. ასე მოკლეს ეს ბავშვიც.
სხვაობა ისაა რომ გირგვლიანი პოლიციელების მსხვერპლი იყო და გიორგი კრიმინალების,“-დაწერა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში.