29-06-2020
თბილისში ნავთლუღის ქუჩაზე, ისნის სამხედრო ჰოსპიტალში შესახლებულმა დევნილებმა აქცია გამართეს. ისინი ბინების საკუთრებაში გადაცემას ითხოვენ.
"არქის" ინტერესებშია ამ კორპუსის აღება. მობრძანდეს კალაძე და გაგვცეს პასუხი. აქ ცხოვრობს 250 ოჯახი, 250 მკვიდრის დათვლა თუ უნდა, დათვლის, აქედან ცოცხალს ვერავის გაიყვანს. მობრძანდეს კალაძე და გასცეს ხალხს პასუხი, დაუკანონდებათ, დააკმაყოფილებენ თუ რა ბედი ეწევა ხალხს. სანამ კალაძე არ მოვა, ეს პროტესტი ყოველდღე გაგრძელდება“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.