29-06-2020
ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ ქვეყნებზე, რომლების მოქალაქეებსაც 1-ლი ივლისიდან ევროკავშირის ქვეყნების შესვლა შეეძლებათ. 14 ქვეყანას შორის საქართველოცაა. საბოლოო სია დღეს უნდა დამტკიცდეს.
„ეს არის კიდევ ერთი აღიარება, რომ საქართველომ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია covid-19-თან ბრძოლაში. ჩვენ ვეცდებით, რომ გავამართლოთ ის ნდობა, რომელიც ევროპას აქვს ჩვენს მიმართ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.