29-06-2020
ლეღვის ნახარშით არ არის აუცილებელი მზეზე გასვლა. მთვარის სინათლეზეც კი დამწვრობას მიიღებენ, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ ჩართვისას ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ლეღვის ნახარშის წელს სულ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
„იმედი გვაქვს, რომ მეტი შემთხვევა არ იქნება. 30 წლის ქალი ჩვენს ცენტრში არ მკურნალობდა. შემთხვევა რეგიონში მოხდა. განსაკუთრებით ქვემოკიდურებზე იყო დამწვრობა. კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობა გავაფრთხილო. ლეღვის ფოთლების ნახარშის წასმით, ვერანაირ რუჯს ვერ მიიღებენ, პირდაპირ ქიმიურ დამწვრობას მიიღებენ. არც არის აუცილებელი მზეზე გასვლა. მთვარის სინათლეზეც კი ტრამვას მიიღებენ“, - განაცხადა ქაშიბაძემ.