29-06-2020
„იმედისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ თავდაცვის ძალების მოქმედ ხელმძღვანელს, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიას მისივე მოადგილე, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი შეცვლის.
გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია თავდაცვის ძალებს 2016 წლიდან მეთაურობდა. გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ამჟამად თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე და გენერალური შტაბის უფროსია. იგი თავდაცვის ძალებში 1998 წლიდან მსახურობს.
ამ პერიოდის განმავლობაში, გენერალი მათიაშვილი თავდაცვის ძალებში სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციას იკავებდა.