გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზალკალიანი: საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით, საქართველომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა

29-06-2020

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ეხმაურება. მისი თქმით, „ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელიც ქვეყანამ ევროპულ დემოკრატიად ჩამოყალიბების გზაზე გადადგა“. მინისტრის სიტყვებით, „პარლამენტში დღეს გამართული კენჭისყრა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯიცაა“.

 

ტვიტერის პოსტში ზალკალიანი მადლობას უხდის ფასილიტატორ ელჩებს. მინისტრი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური დიალოგის წარმატებული დასასრული სწორედ ელჩების  აქტიური ჩართულობის დამსახურებაა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930