გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 25 ათასს გადააჭარბა

29-06-2020

29 ივნისის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირების 25 127 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 13 297 გამოჯანმრთელდა, ხოლო 433 გარდაიცვალა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, სომხეთში COVID-19-ით კიდევ 482 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 181 ადამიანი, ხოლო 7 გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერი ალინა ნიკოღოსიანის განცხადებით, ამჟამად 93 მოქალაქე სახლშია და ჰოსპიტალიზაციას ელოდება.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 7 დაღუპულიდან ყველაზე ხანდაზმული 96 წლის იყო, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა 63 წლის.

ამჟამად სომხეთში კორონავირუსზე 11 254 ადამიანი მკურნალობს. ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობაა 110 571.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930