30-06-2020
"მივესალმებით ისტორიულ ნაბიჯს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა გადადგა, როდესაც დაამტკიცა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ოქტომბრის არჩევნებზე ამოქმედდება. ცვლილებებს მესამე და ბოლო მოსმენაზე 150-დან 117 დეპუტატმა მისცა ხმა. ეს საქართველოს დემოკრატიული ცხოვრების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს პოზიტიური იმპულსი შენარჩუნდება და გაგრძელდება პირველ და 2 ივლისს საარჩევნო რეფორმის კენჭისყრის დროსაც, რომელიც მიმართულია ეუთო-სა და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ოდირის) წარსული რეკომენდაციების შესრულებაზე.
ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მთავარ პოლიტიკურ პარტიას, მიიღოს მონაწილება კენჭისყრაში 8 მარტს შეთანხმების სულისკვეთებით და ხელი შეუწყოს საქართველოში პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციას. ჩვენ ასევე ვსარგებლობთ შემთხვევით და ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ექვსი წლის საიუბილეო თარიღს. საქართველოს მრავალწახნაგოვან, შთამბეჭდავ რეფორმაზე დაყრდნობით, ჩვენ ველოდებით კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის განმტკიცებას ჩვენს მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყანაში და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს", – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ევროპარლამენტის ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარემ მარინა კალიურანდიმ და საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებელი სვენ მიკსერმა ერთობლივად გააკეთეს.