30-06-2020
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ბოლო მონაცემებით, 928 ადამიანია ინფიცირებული, აქედან გამოჯანმრთელდა 794, გარდაცვლილია სულ 15 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 229 პაციენტი, კარანტინში კი - 2809.