30-06-2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში შემოტანილი ინფექციის ერთ-ერთი მთავარი წყარო ტრაილერების მძღოლები არიან.
"26 თებერვლიდან დღემდე გვაქვს ლაბორატორიულად დადასტურებული 928 კოვიდშემთხვევა. დღეს დილით იყო 2 ახალი შემთხვევა, 1 აქედან ინფიცირებულთან კონტაქტირებულია და მეორე გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი. ტრაილერების მძღოლები გახლვთ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი წყარო შემოტანილი ინფექციის. „პისიარ“ ტექნოლოგიით დღემდე დადასტურებულია 30-მდე სატვირთო მძღოლი, რომელმაც გადმოკვეთა საზღვარი. დღემდე ჩატარებულია 111 ათასი „პისიარ“ ტესტი, ამას ემატება კიდევ 50 ათასამდე სწრაფი ტესტი როგორც ანტიგენზე ისე ანტისხეულზე დამყარებული“, - განაცხადა გამყრელიძემ.