გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: საგამოფენო სივრცეები საქმიანობას მომდევნო კვირიდან გააგრძელებენ, ასევე დაშვებული იქნება ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება

30-06-2020

მომდევნო კვირიდან დიდი ალბათობით, საქმიანობას გააგრძელებენ საგამოფენო სივრცეები, ასევე დაშვებული იქნება ტრენინგებისა და კონფერენციების მოწყობა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავან მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ვიზიტორები მოგვაკლდა, სხვადასხვა ორგანიზაციის ეგიდით ჩვენი მოქალაქეებისთვის ტრენინგების, კონფერენციებისა და საქმიანი შეხვედრების ჩატარების მოთხოვნა იყო.

„ჩვენ ვიმჯელებთ და ვფიქრობთ, რომ სასტუმროების ეს მოთხოვნა რაციონალური და სამართლიანია. რა თქმა უნდა, ეს მოხდება წესების სრული დაცვით. პრაქტიკულად ჯანდაცვის სამინისტროს შემუშავებულ პროტოკოლებს მცირე დაზუსტება დასჭირდება და უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს ტრენინგ-პროგრამები გაგრძელდეს და ასევე სასტუმროებს დავეხმარებით, რომ არ დაკარგონ შესაძლებლობა, მოემსახურონ ასეთ ღონისძიებებს. საგამოფენო საქმიანობას რაც შეეხება, აქაც გახსნა მოხდება ასევე წესების დაცვით“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კვლავ რჩება საკმაოდ მცირე რაოდენობა იმ ბიზნესების, რომელთა საქმიანობის განახლებაზე შეზღუდვები არ გაუქმებულა.
„გვესმის ყველა დახურული ბიზნესის პრობლემა, ეს არის ფიტნეს-ცენტრები, აუზები, მაგრამ შედარებით მომატებული რისკების საქმიანობაა და შემდეგ ეტაპზე შევეცდებით მათთვის შეზღუდვების მოხსნას პროტოკოლების დაცვით. ამ ეტაპზე ამაზე ჯერჯერობით არ ვსაუბრობთ", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930