გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: რეგულარული ფრენების თუნდაც მესამედი რომ დაგვეშვა, კვირაში 200 რეისი შესრულდებოდა, რაც იქნებოდა ეპიდემიოლოგიური კატასტროფა და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება

30-06-2020

„ჩვენ მივიღეთ რეგულარული ფრენების დროებით აკრძალვის გახანგრძლივების გადაწყვეტილება, თუმცა იმ პირობებში, როდესაც ძალიან ინტენსიური ჩარტერული ფრენები გვაქვს შენარჩუნებული,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტთან შეკითხვებს უპასუხა.

„აგიხსნით, რას ნიშნავდა რეგულარული ფრენების დაშვება. შარშან ჩვენ ამ დროს გვქონდა კვირაში 600 რეგულარული ფრენა 80-ზე მეტი მიმართულებით. ჩვენ რომ დაგვეშვა რეგულარული ფრენების თუნდაც მესამედი, გამოდიოდა, რომ შესრულდებოდა კვირაში 200 ფრენა, რაც, რა თქმა უნდა, იქნებოდა ეპიდემიოლოგიური კატასტროფა და ჩვენი მხრიდან სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რასაც ვერ დავუშვებდით. ჩვენ ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოს არც მანამდე ვიყავით მოწყვეტილები და ჩარტერული რეისების მეშვეობით კომუნიკაციას ვახორციელებდით. ჩვენ დღეს გაცილებით მეტი ვიცით, თუ როგორ გავატაროთ პრევენციული ზომები. დღეიდან 6 ივლისის ჩათვლით საერთაშორისო ჩარტერული ფრენა ყოველდღე შესრულდება. ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სიის გამოქვეყნების შემდეგ, რომელშიც, იმედია, საქართველოც იქნება, განვაგრძობთ მუშაობას ამ მიმართულებით,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, უცვლელი რჩება პრიორიტეტი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას ითვალისწინებს. „ამიტომაც გვაქვს უდიდესი იმედი, რომ აღმოვჩნდებით ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სიაში - სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას, მათ შორის, საზღვრების უსაფრთხო კონტროლის და მონიტორინგის გზით,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. 

„შარშან კვირაში 600 ფრენა გვქონდა. ეს ძალიან კარგი იყო და ტურიზმიც ვითარდებოდა. წელს ამის დაშვება აბსოლუტურად არაადეკვატური გადაწყვეტილება იქნება. ჩვენთან ჩარტერები ისეთი რეგულარობით განხორციელდება, რომ იქნება ძალიან კომფორტული როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე სტუმრებისთვის ევროკავშირიდან,“ - განაცხადა მინისტრმა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930