30-06-2020
ირანში საინფორმაციო პორტალის Amad News-ის ჟურნალისტს რუჰოლა ზამს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
მას 2017 წელს დაწყებული აქციების პროვოცირებაში და ასევე საფრანგეთის, აშშ-სა და ისრაელის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ედება ბრალი.
რუჰოლა ზამი 2019 წლის ოქტომბერში დააკავეს.