30-06-2020
ჟურნალისტს ბექა პატურაშვილის შვილი, 1 წლის ალექსი პატურაშვილი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა.
ალექსი თურქეთის საავადმყოფოდან საქართველოში, იაშვილის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ გადმოიყვანეს.
ალექსის რამდენიმე თვის წინ ღვიძლზე სიმსივნური წანაზარდი აღმოაჩნდა.
„პრაიმტაიმი“ მწუხარებას გამოთქვამს პატარა ალექსის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ, ჩვენს კოლეგას, ბექას და მის მეუღლეს, ოჯახს და ახლობლებს ამ დიდი ტრაგედიის გამო.