1-07-2020
თავდაცვის ძალების ხელმძღვანელის უფლებამოსილება გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გადაიბარა. ცერემონიალი მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი დაესწრნენ.
2016 წლიდან თავდაცვის ძალებს გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია მეთაურობდა.