1-07-2020
91 მომხრე და 5 წინააღმდეგი - პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა პირველი მოსმენით საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.
საარჩევნო კოდექსის ცვლილებები მოიცავს რამდენიმე დეტალს. კერძოდ, უფასო სარეკლამო დროს მიიღებენ ის პარტიები, რომლებიც 2020-ის არჩევნებში 1%-იან ბარიერს გადალახავენ, წინასაარჩევნო პერიოდში კი უფასო სარეკლამო დრო ძველი წესით გადანაწილდება.
ახალ კოდექსში ყველა პარტია, მათ შორის მცირე პოლიტიკური სუბიექტებიც, სარეკლამო დროს საკუთარი პარტიისთვის გამოიყენებენ. მმართველი პარტიის ინიციატივით, პროპორციულ სიაში ყოველი მეოთხე ქალი უნდა იყოს.