2-07-2020
"თუ ჩვენ შევინარჩუნეთ ის ეპიდსიტუაცია, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს - ყოველდღიურად ინფიცირების ერთეული ან იგივე, ვთქვათ, 2, ათეული შემთხვევა, ეს საფრთხეს არ წარმოადგენს არც ეროვნული გამოცდების ჩატარებისთვის, არც სასწავლო პროცესი დაწყებისთვის და არც სხვა ღონისძიებისთვის", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 939
დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის 817 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 3080 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 242 ადამიანი რჩება.