2-07-2020
„დაახლოებით, ორი თვეა, შექმნილია ერთობლივი ჯგუფი ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების, სადაც დაავსდებათა კონტროლის ცენტრი თავისთავად მონაწილეობდა. ყველაზე დიდი კამათი იყო ორ საკითზე. გამოცდებზე ვენტილაციის შესაბამის პირობებზე და პირბადის ხმარების, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დამცავის და პრევენციული საშუალების გამოყენების წესზე. ამასთან დაკავშირებით იცით, რომ ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბოლო რეკომენდაციებით, უკვე არის მტკიცებულებები, რომ თუ ფანჯრები ოთახში ღიაა და კონდიციონერი ჩართულია, მინიმალურია საფრთხე ინფექციის გავრცელებისა. ამიტომ, რა თქმა უნდა, კონდიცირების გამოყენება გამოცდების პროცესში შესაძლებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ეკეთოთ პირბადე. პირბადე არის ერთ-ერთი მთავარი დამცავი საშუალება და აბიტურიენტებს ჰქონდათ გარკვეული წუხილი, და დაგეთანხმებით, რომ პირბადე არის გარკვეულად შემწაუხებელი, დისკომფორტი და მათი აზროვნების კონცენტრაცია ამ დროს შეიძლება, გაიფანტოს.
პირბადის გამოყენება რეკომენდირებულია დახურულ შენობებში ყველგან, მათ შორის აბიტურიენტიც უნდა შევიდეს პირბადით გამოცდაზე, კომისიის წევრებთან, ზედამხედველებთან კონტაქტირებისას, მხედველობაში მაქვს, როცა აქვთ ერთმანეთთან კონტაქტი, საუბრობენ, აუცულებელია, აბიტურიენტებს და ყველა იქ დამსწრე ადამიანს ჰქონდეს პირბადე. მაგიდები არის უფრო მეჩხერად, წელს განახევრებულია, მაგიდებს შორის მარცხნივ და მარჯვნივ არის მინიმუმ ორი მეტრი დისტანცია, წინ და უკან დაახლოებით, ერთი მეტრი, არის ე.წ. დეზობარიერი, სრულად დაცულია წინ დ აუკან, ასევე გვერდზე მჯდომი ადამიანი. მაგიდასთან დაჯდომის დროს, ვუშვებთ, რომ აბიტურიენტს თუ არ უნდა პირბადის ტარება, მოიხსნას წერის დროს, მაგრამ თუ დაუძახებს გარკვეული საკითხის გასარკვევად ზედამხედველს, აუცილებლია, ესაუბროს მას პირბადით. თუ უნდა ტუალეტში გასვლა, აუცილებელია, გავიდეს პირბადით, ნაწერს როცა დაამთავრებს, ჩასაბარებლად აუცილებელია, იყოს პირბადით. ანუ, მხოლოდ მაგიდასთან მუშაობის პროცესში, თუ აწუხებს პირბადე, რეკომენდირებულია, მოიხსნას“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მოახლოებულ ეროვნულ გამოცდებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცნტრმა მოამზადა ყველა ღონისძიება, რათა ეროვნული გამოცდების პროცესი მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს.