გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემები აშენდება

2-07-2020

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რეგიონებში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის, მიმდინარე წლის გეგმით განსაზღვრული პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.

ამჯერად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების - ზემო და ქვემო თელეთის, ახალწყალის, წალასყურის, მუხრანთელეთისა და კუმისის სასმელი წყლის სისტემის მოწყობისა და გამრიცხველიანების სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა. წინადადებების მიღება 8 ივლისს დასრულდება.  ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 18 თვეში უნდა დაასრულოს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 10 848 547  ლარია .

აღნიშნულ სოფლებში წყალმომარაგების სისტემები დღემდე არ არსებობს. ადგილობრივებს წყალი მათ მიერვე მოწყობილ ჭაბურღილებიდან მიეწოდება.  გვალვიან პერიოდში კი ჭებში წყალი შრება.

პროექტის ფარგლებში აღნიშნულ სოფლებში წყალმომარაგების ახალი სისტემები მოეწყობა.  სამუშაეობი ითვალისწინებს ტერიტორიების დაქსელვასა და ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას. ასევე, მოეწყობა რეზერვუარები  სრული კომპიუტერული მართვისა და სათვალთვალო დაცვის სისტემით. ყველა რეზერვუარის ტერიტორიაზე გაკეთდება სანიტარული დაცვის ზონა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, 8771 ადამიანს სტაბილური წყალმომარაგება ექნება.

ამ დროისთვის, წყალმომარაგების კომპანია ქვემო ქართლის რეგიონში ოთხ პროექტს ახორციელებს. აქტიურად მიმდინარეობს მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის, მარნეულის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების, ბოლნისის კოლექტორისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა. ასევე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის წყალმომარაგების I ეტაპის სამშენებლო სამუშაოები და ქალაქ მარნეულში, იალღუჯის დასახლებაში წყალსადენისა და წყალარინების გარე ქსელების მოწყობა.

პროექტების განხორციელებისთვის ჯამურად 90 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია ხორციელდება.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930