გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: აბიტურიენტს გამოცდის ჩაბარების პროცესში შეეძლება, მოიხსნას პირბადე, ფანჯრები ყველგან უნდა იყოს ღია, საგამოცდო ოთახში შესაძლებელი იქნება კონდიციონერების ჩართვა

2-07-2020

 

იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტრო ტექნიკურად საკმაოდ კარგად მოემზადა ამ გამოცდების ჩასატარებლად, აბიტურიენტს, რომელიც პირბადით უნდა მივიდეს თავის საგამოცდო ადგილას, დაჯდეს მერხთან, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი დამცავი ბარიერით, გამოცდის ჩაბარების პროცესში შეეძლება, რომ მოიხსნას პირბადე, რადგან დისტანცია იქნება დაცული. ფანჯრები ყველგან უნდა იყოს ღია. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა ავა 30 გრადუსამდე, შესაძლებელი იქნება კონდიციონერების ჩართვა. ეს რეკომენდაციები ჩვენ ასევე მიღებული გავქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან და, ფაქტობრივად, ჩვენ სრულად კომფორტულ გარემოს შევუქმნით, შეძლებისდაგვარად, ჩვენს აბიტურიენტებს, რომ მაქსიმალურად გამოვალინონ საკუთარი ცოდნა და ეფექტურად და წარმატებით ჩააბარონ გამოცდები, რათა შემდგომ გააგრძელონ განათლების მიღება უმაღლეს სასწავლებლებში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

 

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით თათბირი დღეს დილით გაიმართა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისა და ეპიდემიოლოგების მონაწილეობით.

 

 

„მოგეხსენებათ, ეროვნული გამოცდები იწყება 6 ივლისიდან და გრძელდება 25 ივლისამდე. ეს არის საკითხი, რომელიც ადარდებთ როგორც აბიტურიენტებს, ისე მათ მშობლებს. ჩვენ დღეს დილით გვქონდა შესაბამისი თათბირი როგორც ჩვენი ჯანდაცვის სექტორის, ასევე ეპიდემიოლოგებთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთან. ეს გახლავთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენ დღეს შეგვიძლია გავახმოვანოთ და შემდგომ აქ უნდა ვიმსჯელოთ,“ განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930