გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მთავრობა პარლამენტს პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის ერთჯერადად გადავადების ინიციატივით მიმართავს

2-07-2020


 

 მთავრობა პარლამენტს პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის ერთჯერადად გადავადების ინიციატივით მიმართავს, - ცვლილებები, პრემიერ-მინისტრის დაპირების შესაბამისად, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა წარადგინა.
როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ცვლილებები ხელს შეუწყობს ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებას და ამავდროულად, ხელს არ შეუშლის სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესს.
"პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას გავეცით დაპირება, პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ერთჯერადად გადავადების შესახებ და დღეს შესაბამის კანონში ცვლილებებს განათლების სამინისტრო წარმოადგენს. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებას და ასევე არ შეუშლის ხელს გაწვევის პროცესს. ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთჯერადი გადავადება. მოგეხსენებათ, პროფესიულ განათლებაში კურსები არის 12 ან 24-თვიანი და რაც მთავარია, პროფესიულ განათლებაში სტუდენტები მიდიან 15 წლიდან. ასე, რომ ეს ვერ გახდება სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების ინსტრუმენტი, რამეთუ ეს იქნება ერთჯერადი გადავადება და ჩვენს ახალგაზრდებსაც მივცემთ შესაძლებლობას, შეიძინონ პროფესია", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930