გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა გვილოცავს 8 მარტის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულებას და იმ დემოკრატიულ რეფორმას, კონგრესმენის კონკრეტული განცხადება კონტექსტიდან ამოვარდნილია

2-07-2020

„როდესაც სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობა გვილოცავს ჩვენ, ჩვენს გუნდს კონსტიტუციურ ცვლილებებს, 8 მარტის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულებას და იმ დემოკრატიულ რეფორმას, რასაც ჩვენ ვახორციელებთ ჩვენს საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, კონგრესმენის ეს კონკრეტული განცხადება, არის კონტექსტიდან აბსოლუტურად ამოვარდნილი და დისონანსში ზემოთნახსენებ შეფასებებთან,“ - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გამოცემაში „The Hill“ დაბეჭდილ აშშ - ის კონგრესმენის მარკუეინ მალინის განცხადებას.

„ჩვენ დადებითი შეფასება მივიღეთ ძალიან ბევრი ოფიციალური სტრუქტურიდან, მათ შორის, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტისგან - მოგვილოცა სახელმწიფო მდივანმა პომპეომ, ასევე აშშ -ს ელჩმა საქართველოში ქალბატონმა დეგნანმა და ეს ჩვენთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და ობიექტური აღიარებაა იმ წარმატებისა და სწორად შესრულებული პირობისა, რაც ფასილიტატორი ელჩების თანადგომით იქნა მიღწეული,“ - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება კონკრეტულად კონგრესმენ მალინის განცხადებას, ნათია თურნავას შეფასებით, ის ალბათ არის გარკვეული პოლიტიკური თუ ბიზნეს სიმპათიებითა და ინტერესებით ნაკარნახევი. მისი თქმით, „ჩამონათვალშია ისეთი კომპანიები, როგორცაა „ფრონტერა“ და სხვა რამდენიმე სხვა არცთუ ისე ადეკვატური ქეისი“.

„ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება ვართ ამერიკული ინვესტიციების, ამერიკული კომპანიების, ისევე როგროც სხვა უცხოური ბიზნეს სტრუქტურების და ინვესტორების მთავარი ლობისტი ვართ, რასაც ის პოზიტიური დინამიკა ადასტურებს, რაც გვაქვს აშშ-დან პირდაპირი უცხოური ინვესტიციებში. ასევე ამას ადასტურებს ის პროგრამა, რომლის შესახებაც ჩვენ ვისაუბრეთ ქალბატონ დეგნანთან შეხვედრაზე - აშშ - ის მთავრობა გვეხმარება, რომ ჩვენი წიაღისეულის დეტალური შესწავლა მოხდეს ერთობლივად და ამ პროცესშია ჩართული ამერიკის გეოლოგიური კვლევის ორგანიზაცია, ამ ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურა,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა, ასევე მაგალითად მოიყვანა მსხვილი ევროპული ენერგეტიკული კომპანიის „OMV Petrom“ - ის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის ძიებისა და მოპოვების მოპოვების ტენდერში გამარჯვება. მისი თქმით, „OMV Petrom“ - ი იმ დარგში დაიწყებს საქმიანობას, სადაც „ფრონტერაა“ წარმოდგენილი.

„კვლავაც მინდა ვისარგებლო და კომპანია „ფრონტერას“ მოვუწოდო დიალოგისკენ და აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ თუკი იქნება მზადყოფნა მათი მხრიდან, ძალიან დადებითად გადავწყვეტთ ყველა არსებულ პრობლემურ საკითხს, ასევე სხვა კომპანიებსაც შეიძლება ჰქონდეთ კონკრეტული ქეისი და ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ. ჩვენი კარი მათთვის ღიაა,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930