2-07-2020
ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
1 ივლისს მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ჩიკვაიძე მოადგილესთან, გიორგი მაქარაშვილთან და მერიის სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, სოფელ ღებსა და ჭიორაში საჯარო სკოლების მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს ადგილზე გაეცნო.