2-04-2018
ილია ჭავჭავაძის მიერ დაფუძნებული, გაზეთი "ივერია" 1888 წლის დასაწყისში გამოცემულ ერთ-ერთ ნომერში საქველმოქმედო ბალის შესახებ სარეკლამო განცხადებას აქვეყნებს.
"ორშაბათს, იანვრის 6-ს, 1888 წელს, ტფილისის "კრუჟოკის" დარბაზში გაიმართება ბალი სათავად-აზნაურო სასწავლებლის სასარგებლოდ.
ბალი დაიწყება საღამოს 9 საათზედ.
ქალებს შეუძლიათ გულ-ამოჭრილი კაბებითაც მობრძანდნენ.
ფასი ბილეთისა 2 მანათი, ხორაზედ 3 მანათი.
ბილეთები იყიდება "კრუჟოკის" შვეიცართან"-ნათქვამია განცხადებაში.
გაზეთის ეგზემპლარი საქართველოს ეროვნულ არქივშია დაცული.