2-07-2020
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, თუ გიგა ბოკერია მაჟორიტარობის კანდიდატურას ვაკის რაიონში დააყენებს, მას კონსულტაციები ექნება გუნდთან და ის თავის კანდიდატურას ვაკეში დააყენებს.
„თუ უპირატესობაზეა, ელენე ხოშტარიას მეტი უპირატესობა აქვს, ბოკერია - არ ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოგვევლინა ოპოზიციის გამაერთიანებლად, ჩემთვის წარმოუდგენელია ბოკერიას კანდიდატად დაყენება. ყოფილი სპორტსმენი ვარ და პირდაპირ ვიტყვი, დიდ ფორას მივცემდი ბოკერიას, რომ კანდიდატად სადაც დადგება 20-%-ზე მეტს ვერ აიღებს. პირდაპირ ვამბობ, თუ ბოკერია ვაკეში დააყენებს კანდიდატურას, აუცილებლად მექნება კონსულტაცია გუნდთან, რომ მეც დავდგე ვაკეში და იქ დავანახებ, რომ შანსი არ აქვს. ხოშტარიას შეიძლება უპირატესობა ჰქონდეს ბოკერიასთან, მაგრამ ჩვენთან მიმართებაში არა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.