გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იტალია საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის

3-07-2020

იტალიაში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან, ჩასული მოქალაქეები ვალდებულნი არ არიან დაასაბუთონ მგზავრობის მიზეზი, თუმცა სავალდებულო 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ. ინფორმაციას საქართველოში იტალიის საელჩო ავრცელებს. 

"საქართველო ევროკავშირის საბჭოს 2020 წლის 30 ივნისის იმ ქვეყნების სიაშია, რომლებსაც ევროკავშირი მგზავრობაზე დროებით დაწესებულ შეზღუდვებს თანდათანობით მოუხსნის:

ამავე დღეს იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დადგენილება აღნიშნულ სიაში ჩამოთვლილი ქვეყნებიდან (მათ შორის, საქართველოდან) იტალიაში 14 ივლისამდე შესვლის თაობაზე. გაცნობებთ, რომ ამ დადგენილების თანახმად, იტალიაში შესვლა მიზეზისგან განურჩევლად ნებადართულია ევროკავშირის მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის, ასევე, მათი ახლო ნათესავებისთვის (მეუღლე, პარტნიორი, 21 წლამდე ასაკის შვილები, მათთან მცხოვრები მშობლები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ნათესავები).

აღნიშნულ სიაში ჩამოთვლილი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეები, ვალდებულნი არ არიან დაასაბუთონ მგზავრობის მიზეზი (მაშინ, როდესაც გუშინდელ დღემდე საქართველოდან იტალიაში შესვლა ნებადართული იყო მხოლოდ სამუშაოსთან, გადაუდებელ საჭიროებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზებით).

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ მითითებული ნორმატივის თანახმად, საქართველოდან შემოსვლის შემთხვევაში სავალდებულოდ რჩება 14 დღიანი თვითიზოლაცია. დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ვებგვერდის სექციას "ხშირად დასმული კითხვები"

თვითიზოლაციის ვალდებულება რამდენიმე გამონაკლისს უშვებს, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების; იტალიაში ხანმოკლე სამუშაო ვიზიტის (120 სთ-მდე); ჯანმრთელობასთან ან გადაუდებელ საჭიროებასთან დაკავშირებული ვიზიტის; აეროპორტის ტრანზიტის შემთხვევებისთვის (სრული ჩამონათვალი იხ. სექციაში "ხშირად დასმული კითხვები"). ამავე სექციიდან შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ იტალიაში შესვლის შემთხვევაში გადაადგილების დასაბუთებისთვის საჭირო ავტო-დეკლარაციის ანკეტა", - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930