3-07-2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 943
დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის 821 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 3080 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 242 ადამიანი რჩება.