3-07-2020
ცეცხლის წაკიდების დროს დაშავებული გოგოს მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტს სხეულის 37 პროცენტი აქვს დამწვარი და მკურნალობის კურსს დამწვრობის ცენტრში განაგრძობს. დამწვრობასთან ერთად, მან ძლიერი შოკი მიიღო.
მთავარი ექიმის განცხადებით, მიმდინარე კვირაში პაციენტს ჩაუტარდება კანის გადანერგვის ოპერაციები და მინიმუმ, ორ თვეს დაჰყოფს კლინიკაში.
ბრალდებულს აღმკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გუშინ შეეფარდა. დაცვის მხარემ კი სასამართლოს 20 ათასი ლარის ოდენობის გირაო შესთავაზა. ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებული ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას არ აღიარებს და ბრალი უნდა გადაკვალიფიცირდეს.
შემთხვევა 29 ივნისს მოხდა, 24 წლის კაცმა ყოფილ შეყვარებულს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.