3-07-2020
მაშინაც კი, როდესაც სახლს რეგულარულად ალაგებთ, მავნე ნივთიერებები მაინც გროვდება. ზოგიერთი მათგანი კი შეიძლება 2-3-ჯერ უფრო მეტი იყოს, ვიდრე - ქუჩაში.
ზოგიერთი მავნე ნივთიერება სახლში ავეჯისგან, დეკორატიული მასალებისგან ან საყოფაცხოვრებო ქიმიკატებისგან ჩნდება. მაგალითად, მერქანბურბუშელოვანი ფილისგან (ეგრეთ წოდებული დსპ) დამზადებულ ავეჯს შეუძლია ფორმალდეჰიდი (უფერო გაზი, რომელსაც კანის, თვალების, ცხვირისა და ყელის გაღიზიანება შეუძლია) გამოჰყოს, გამხსნელ სითხეებს, ლაქებსა და საღებავებს კი - სხვა მავნე ნივთიერებები. ეს უკანასკნელნი თავის ტკივილს, გულისრევასა და ალერგიულ რეაქციებს აპროვიცირებენ.
არსებობს მავნე ნივთიერებები, რომლებიც თქვენს სახლში გარედან აღწევენ. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, სად ცხოვრობთ - ავტომაგისტრალთან ახლოს თუ მწვანე ზონაში.
დიახ. საყოფაცხოვრებო ქიმიკატებს - სადეზინფექციო და სარეცხ საშუალებებს, სხვადასხვა სახის აეროზოლს, როგორიცაა თმის სპრეი ან დეოდორანტი, საცხოვრებელ სახლში ჰაერის ხარისხზე უარყოფითად ზემოქმედება შეუძლია. სასურველია, რომ აეროზოლის ხმარებას მოერიდოთ, რადგან მისი ზოგიერთი კომპონენტი ოზონთან ურთიერთქმედების შედეგად მავნე ნივთიერებების (კერძოდ, ფორმალდეჰიდი) ჩამოყალიბებას აპროვოცირებს. საყოფაცხოვრებო ქიმიკატებით ჰაერი რაც შეიძლება ნაკლებად რომ დაბინძურდეს, მნიშვნელოვანია, შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქცია ზედმიწევნით შეასრულოთ. მაგალითად, შეიძლება დაზუსტებული იყოს, რომ ამა თუ იმ პროდუქტის გამოყენება მხოლოდ კარგად განიავებულ დახურულ სივრცეში ან ქუჩაშია დაშვებული.
თამბაქოს კვამლიც ჰაერის დამაბინძურებლად ითვლება. შინაური ცხოველების ქერტლს ან მტვრის ტკიპებსაც კარგი არაფერი მოაქვთ. ეს უკანასკნელი შეიძლება ავეჯის რბილ ნაწილში ან ხალიჩებში ბინადრობდეს და ალერგია ან ასთმის შეტევა გამოიწვიოს. ჰაერის დაბინძურება შეიძლება ელექტრო ან გაზქურაზე კერძის მომზადების დროს, წვის შედეგად გამოყოფილმა ნაწილაკებმაც გამოიწვიოს.
ეს გარკვეული დაავადებების განვითარების რისკს ზრდის. მაგალითად, ხშირია გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური და ქრონიკული რესპირატორული დაავადებები. ჰაერის დაბინძურება განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც გულისა და ფილტვის პრობლემები აქვს. რისკჯგუფში არიან ხანდაზმული ადამიანები და ბავშვები.
აქ საუბარია მცირე ნაწილაკებზე, რომლებიც ჰაერს აბინძურებენ. ესენია წვის პროდუქტები, სამშენებლო მტვერი, მინერალური მარილები და თხევადი მიკროსკოპული წვეთები. მათ, როგორც წესი, ორ ჯგუფად ჰყოფენ: დიდი (PM₁₀) - 10 მიკრომეტრამდე ზომის და მცირე (PM₂, ზედა სასუნთქი გზებისა და თვალების გაღიზიანება ₅) - 2.5 მიკრომეტრამდე მოცულობის. დიდი ნაწილაკები ჰაერში შავი ნისლივით ჩანს. მცირე ნაწილაკების დანახვა კი თითქმის შეუძლებელია, თუმცა ისინი ფილტვებსა და სისხლშიც კი აღწევენ.
სავარაუდოდ, თქვენ ამას იგრძნობთ. თუ ფიქრობთ, რომ ყველაფერი წესრიგშია, სპეციალური ანალიზი საჭირო სულაც არ არის. ამის მიუხედავად, ყურადღება შემდეგ ფაქტორებზე უნდა გაამახვილოთ:
- ეწევიან თუ არა სახლში;
- ვენტილაციასთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგში არის თუ არა; ამის შესამოწმებლად, თქვენ უნდა გააღოთ ფანჯარა, შემდეგ კი-სავენტილაციო ხვრელთან ქაღალდის ნაჭერი მიიტანოთ. თუ ის შეიწოვა, მაშინ სისტემა მუშაობს.
- მტვერი რამდენად ხშირად იწმინდება და არის თუ არა ადგილები, სადაც ის გროვდება;
- ბოლოს როდის იყო სახლში რემონტი;
- რა პირობებში ინახება ლაქი, საღებავი და გამხსნელი სითხე;
- ხმარობთ თუ არა სარეცხ და საწმენდ საშუალებებს ინსტრუქციის მიხედვით;
იმისათვის, რომ გაიგოთ, არის თუ არა სახლში უჩვეულო სუნი, შეგიძლიათ რამდენიმე წუთით გარეთ გახვიდეთ და დაბრუნების შემდეგ ჰაერის ხარისხს ყურადღება მიაქციეთ.
არსებობს სხვა მაჩვენებლებიც, რომელთა ცოდნაც მნიშვნელოვანია:
- ხომ არ არის რადონის დონე გადაჭარბებული? ეს მაჩვენებელი უნდა აკონტროლონ მხოლოდ მათ, ვინც მაღალი რისკის რეგიონში და პირველ ან მეორე სართულზე ცხოვრობს. ამის გადასამოწმებლად კი კონკრეტული სპეციალისტი უნდა გამოიძახოთ.
- არის თუ არა ნორმაში ბუნებრივი აირის ნამწვის (CO) მაჩვენებელი? ის საწვავის წვის შემდეგ წარმოიქმნება და თავის ტკივილის, თავბრუსხვევის, ღებინებისა თუ გულისრევის გამოწვევა შეუძლია. მის გასაკონტროლებლად ოთახში დეტექტორის დამონტაჟებაც საკმარისია.
- როგორია ტენიანობა? ტენიანობა ჰაერის მნიშვნელოვანი მახასიათებელია. მისი ოპტიმალური მაჩვენებელი 30-50% -ის ფარგლებში უნდა იყოს. თუ ტენიანობის დონე 60% -ზე მეტია, სახლში არის ყველა პირობა იმისთვის, რომ მავნე ნივთიერებები დაგროვდეს. ეს რომ არ მოხდეს, ოთახები ხშირად გაანიავეთ, ასევე შეგიძლიათ ვენტილატორით ან კონდიციონერით ჰაერის გამოშრობა. დაბალი ტენიანობის დროს კი ადამიანს თვალებისა და ლორწოვანის გარსის სიმშრალე ეწყება. ასეთ დროს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები რთულდება.
შესაძლებელია, მაგრამ ამას ჰაერის ხარისხზე გავლენა არ აქვს. დღეისათვის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ოთახის მცენარე ჰაერს წმენდს. თუ სახლში ქოთნის ყვავილები გაქვთ ან მათ მოშენებას აპირებთ, ძალიან ხშირად ნუ მორწყავთ. ტენიან ნიადაგში იმის უფრო მეტი ალბათობა არსებობს, რომ მომრავლდნენ მიკროორგანიზმები, რომლებიც ალერგიული ადამიანებისთვის პოტენციურად საშიშია.
- დაბინძურების წყაროები თავიდან მოიცილეთ; მოიშორეთ ხალიჩები, რბილი სათამაშოები, მძიმე ფარდები ან პატარ-პატარა წვრილმანები, რომლებშიც მტვრის ტკიპები შეიძლება დაბუდდნენ.
- შეწყვიტეთ სახლში მოწევა; რა თქმა უნდა, უმჯობესია, თუ ამ მავნე ჩვევაზე საერთოდ უარს იტყვით.
- ნუ შეინახავთ სახლში საღებავების, გამხსნელებისა და სხვა ქიმიკატების ნარჩენებს;
- ნუ იყიდით მერქანბურბუშელოვანი ფილისგან დამზადებულ ავეჯს;
- რეკომენდებულია სავენტილაციო სისტემის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში, მისი გაუმჯობესება;
- ოთახები ხშირად გაანიავეთ.