3-07-2020
საეჭვოდ დახოცილი სპილოები - ბოლო 2 თვეში ბოტსვანაში 400-ზე მეტი სპილო დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ცხოველების სიკვდილის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
მეცნიერები ციმბირის წყლულით დაღუპვისა და ბრაკონიერების მიერ ცხოველების დახოცვის ვერსიას გამორიცხავენ, რადგან ნაპოვნ სპილოებს ეშვები დაცლილი არ აქვთ.
მათივე განმარტებით, ნაკლებად სავარაუდოა ასობით ცხოველის დაღუპვის მიზეზი კორონოვარუსი იყოს. შემთხვევასთან დაკავშირებით ბოტსვანაში გამოძიება მიმდინარეობს.