გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ტელემაუწყებლის მიერ მომზადებულ სიუჟეტს ეხმაურება

3-07-2020

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ტელემაუწყებლების მიერ მომზადებული სიუჟეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"მიმდინარე წლის 2 ივლისს, რამდენიმე ტელემაუწყებლის მიერ მომზადებული სიუჟეტი "გადახარჯულ საწვავზე", რომელიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსაც ეხებოდა, რბილად რომ ვთქვათ, ციფრებით არაკეთილსინდისიერი მანიპულირებაა! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, არასდროს, არც ერთ ეტაპზე, კანონით განსაზღვრული საწვავის ლიმიტისთვის არ გადაუჭარბებია. უფრო მეტიც, ბოლო თვეებში, კორონა ვირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, თითქმის, განახევრდა საწვავზე ლიმიტით მონიჭებული ხარჯვითი ნაწილი.

აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ ბენეფიციართა სოციალური და სამართლებრივი თანადგომის გარდა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, განესაზღვრა ახალი ფუნქციები _ მოზარდ თაობაში ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთების ასამაღლებლად დამატებითი ღონისძიებების გატარება და სახელმწიფოს მიერ დაანონსებული საერთო - სამობილიზაციო სისტემის რესურსებით უზრუნველყოფა.

მოთხოვნის შესაბამისად, ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენი სამსახური გამოთქვამს ინფორმაციის მიწოდების მზაობას კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში", - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930