გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის მუნიციპალიტეტში კალიის საწინააღმდეგო წამლობა ტარდება

3-07-2020

სურსათის ეროვნული სააგენტო შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესის მიმდებარე ტერიტორიაზე კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებს. ფართობები სპეციალიზებული ტექნიკის საშუალებით შესაბამისი პრეპარატით მუშავდება.

აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში - კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში, აგრეთვე, თბილისის შემოგარენში ამ დროისთვის დამუშავებულია 26 000 ჰექტარი ფართობი. იმ ტერიტორიებზე, სადაც კალიის გავრცელების კერებია დაფიქსირებული, ღონისძიებები საჭიროებისამებრ გაგრძელდება.

კალიის საწინააღმდეგო წამლობა სახელმწიფო პროგრამის - „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა“, ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება. აღნიშნული ღონისძიებები იცავს მწვანე საფარსა და სასოფლო-სამეურნეო კულტურებს განადგურებისაგან და თავიდან გვაცილებს ეკონომიკურ ზარალს. მავნებლის წინააღმდეგ უკანასკნელ წლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად, კალიის პოპულაცია რეგულირებადია. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930