გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სუს-ის უფროსი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს შეხვდა

3-07-2020

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ჟენევის საერთაშირისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს -  ტოივო კლაარს შეხვდა.

 

შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილი ვითარება განიხილეს და უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. მათ შორის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებულ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. გადასასვლელების დახურვის გადაწყვეტილებასა და მის თანმდევ ნეგატიურ შედეგებზე.


შეხვედრაზე, COVID-19-ის პანდემიის ფონზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებაზეც ისაუბრეს.

ხაზი გაესვა ევროკავშირის, როგორც ჟენევის საერთაშორისო დიკუსიების თანათავმჯდომარის როლს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუზღუდავი წვდომის მნიშვნელობას.


შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ აღინიშნა, მოლაპარაკებების არსებული ფორმატების, კერძოდ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის პოტენციალის ეფექტიანად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930