3-07-2020
საარჩევნო სისტემა და პროპორციული საარჩევნო სისტემა, განსაკუთრებით, საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში, სისტემური რეფორმაა და, რა თქმა უნდა, საყოველთაო კონსესუსი პოლიტიკური მოთამაშეების, აქტორების, აქ იქნებოდა ქვეყნის გამარჯვება. აქ ხომ არ იმარჯვებს რომელიმე პოლიტიკური ძალა, რასაც ახლა ჩვენ მივაღწიეთ ესაა ქვეყნის გამარჯვება, საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაციის და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარანტი, რაც მოხდა ბოლო 2 კვირის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმას შეეხებოდა.
მისივე თქმით, ეს არის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ კულტურასთან, განვითარებასთან ერთად პოლიტიკური ელიტები შეიცვალონ, ახალგაზრდები მოვიდნენ პოლიტიკაში.
„ყველას ახსოვს, რომ 90-იანებიდან დაწყებული ჩვენი პოლიტიკური სისტემის ოცნება იყო პროპორციული სისტემა. ეს არის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ კულტურასთან, განვითარებასთან ერთად პოლიტიკური ელიტები შეიცვალონ, ახალგაზრდები მოვიდნენ პოლიტიკაში და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი, უახლოესი წლების განმავლობაში, ამ ცვლილებას იგრძნობს, ეს არ იქნება მარტივი, იქნება საკმაოდ რთული, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ეს იყო აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით. ყველა ადმიანმა, პოლიტიკურმა ძალამ მსგავსი სისტემური, ფუნდამენტური საკითხების გადაწყვეტილს დროს, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ პირადი ინტერესები გადადონ მეორე პლანზე და ქვეყნის ინტერესებიდან გამოდიოდნენ,“- განაცხადა პრემიერმა.