3-07-2020
შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) რუსი მებრძოლის, ჰაბიბ ნურმაგომედოვის მამა და მწვრთნელი გარდაიცალა. ის 57 წლისა იყო. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა.
14 მაისს ცნობილი გახდა, რომ აბდულმანაპ ნურმაგომედოვი პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. მოგვიანებით მისი მდგომარეობა გაუარესდა და გულზე ოპერაცია ჩაუტარდა.