3-07-2020
„საქართველოს პარლამენტმა ისტორიული საკონსტიტუციო რეფორმა დაამტკიცა. წარმატებული კენჭისყრა მოასწავებს ახალ ერას ქართული დემოკრატიისთვის“ - ამ სათაურით გამოცემა Sueddeutsche Zeitung სტატიას აქვეყნებს.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, საერთაშორისო თანამეგობრობა ამერიკაში და ევროპაში მიესალმება „ქართული ოცნების“ მიერ გაწეულ ძალისხმევას საარჩევნო სისტემის რეფორმირებისათვის.
„საქართველომ 2020 წლის 8 მარტის საარჩევნო კანონმდებლობაზე შეთანხმების იმპლემენტაციით და საბოლოო კენჭისყრით საბოლოო და ისტორიული ნაბიჯი გადადგა ევროპული და დასავლური ინტეგრაციის გზაზე. საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების იმპლენტაციისათვის სავალდებულო იყო. ცვლილებებს 150 პარლამენტის წევრიდან 117 წევრმა დაუჭირა მხარი”. „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო რეფორმა იყო დასავლელი პარტნიორების, განსაკუთრებით ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის შედეგი” - წერს გერმანული მედია და საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებას ციტირებს, რომელშიც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ არასოდეს უღალატებს თავის დანაპირებს და ვალდებულებებს რომელიც ამ კენჭისყრით აიღო უკან არასოდეს წაიღებს.“
მისივე თქმით, როცა ქართველ ხალხს ეს განსაკუთრებით სჭირდებოდა, ოპოზიციამ საკუთარი ვალდებულებები არ შეასრულა, და არამხოლოდ ეს, ოპოზიციამ შეურცხყოფა მიაყენა დასავლელ დიპლომატებს, საქართველოს ნამდვილ მეგობრებს.
„დღევანდელი კენჭისყრა ასრულებს ქართველი ხალხის სურვილს უფრო მეტი დემოკრატიაზე და ყველა მოქალაქის პოლიტიკურ პროცესში ჩართულობაზე. ეს ადასტურებს, რომ პარტია „ქართული ოცნება“ საქართველოს დემოკრატიული მომავლის ჭეშმარიტი დამცველია.
ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, მოდით ვიზეიმოთ, რომ ჩვენი ერი ერთ მუშტად შეიკრა არამხოლოდ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, არამედ უფრო ძლიერი დემოკრატიული რეფორმებისათვის. საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით მადლობას ვუხდი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს განსაკუთრებით შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს, რომლებიც ამ ისტორიული მომენტის მიღწევაში დაგვეხმარნენ. სამწუხაროდ ოპოზიციაში ბევრმა გადაწყვიტა მოქალაქეთა ინტერესებს შეწინააღმდეგებოდნენ, საკუთარი პოლიტიკით ქვეყნის წინააღმდეგ წასულიყვნენ, როცა დემოკრატიის წინააღმდეგ მისცეს ხმა. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ უარის მთქმელებმა ისტორიული მიღწევები გაანადგურონ. ეს მნიშვნელოვანი ნახტომი ევროპისკენ მილიონობით ადამიანს, ახლანდელ და მომავალ თაობებს გარანტირებულად უზრუნველყოფს უსაფრთხოებით და კეთილდღეობით.
რადიკალურმა ოპოზიციურმა პარტიებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. როცა ქართველ ხალხს ეს განსაკუთრებით სჭირდებოდა, ოპოზიციამ საკუთარი ვალდებულებები არ შეასრულა, და არამხოლოდ ეს, ოპოზიციამ შეურცხყოფა მიაყენა დასავლელ დიპლომატებს, საქართველოს ნამდვილ მეგობრებს.
პარტია „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ქვეშ 2012 წლიდან უზრუნველყოფს ქვეყანაში სამართლიანი საარჩევნო სისტემის არსებობას.
„ქართული ოცნება“ საარჩევნო რეფორმის მოლაპარაკებებში აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო პარტნიორებთან. ქართული ოცნების წევრმა პარლამენტარებმა, აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირეს საკონსტიტუციო რეფორმას, „ქართული ოცნება“-ს მიერ დაკომპლექტებული მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი განახორციელოს საარჩევნო რეფორმის იმპლემენტაცია 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.
ახალი საარჩევნო სისტემა არის ანალოგი მოდელისა, რა მოდელითაც აირჩევა ევროპის პარლამენტი. პარლამენტარების მიერ მიღებული ცვლილებების თანახმად მოხდება პარლამენტში არსებული მანდატების ახლებური გადანაწილება. 120 პარლამენტარი აირჩევა პროპორციული სისტემით, 30 მაჟორიტარულით, პარტიებისთვის დაწესებულია მხოლოდ 1 %-იანი ბარიერი. დაწესებულია ზედაზღვარი, რომელიც უზრუნვლყოფს, რომ არც ერთი პარტია, რომელიც 40 % ხმებზე ნაკლებს აიღებს, საპარლამენტო უმრავლესობას ვერ შექმნის დამოუკიდებლად. ამ ცვლილებების მიღებით ეუთო/ოდირის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები იქნა გათვალისწინებული.
„ქართული ოცნება“ არასოდეს უღალატებს თავის დანაპირებს და ვალდებულებებს რომელიც ამ კენჭისყრით აიღო უკან არასოდეს წაიღებს.“ - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
https://pressemitteilungen.sueddeutsche.de/georgian-dream-4639054