3-07-2020
დავით ჭაკუა ნაციონალების ხელისუფლების სახე და ადამიანების წამების ერთერთი მთავარი შემოქმედია - ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი დავით ჭაკუას ექსტრადირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ნიკოლეიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი გაგრძელდება და კიდევ ბევრ დამნაშავესა და კრიმინალს გაეცემა საკადრისი პასუხი.
„რუსთავი 2-ზე გავრცელდა ინფორმაცია, სადაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ძებნილ ჭაკუას საქრთველოში ექსტრადაციაა ასახული. ცნობისათვის ჭაკუა წინა, ნაციონალების ხელისუფლების სახე და ადამიანების წამების ერთერთი მთავარი შემოქმედი გახლავთ..იმედია სამართლიანობის აღდგენის პროცესი კვლავაც გაგრძელდება და კიდევ ბევრ დამნაშავესა და კრიმინალს გაეცემა საკადრისი პასუხი” - წერს ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.