გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მსოფლიოში უხუცესი კატა 31 წლის ასაკში გარდაიცვალა

4-07-2020

დიდ ბრიტანეთში, დევონშირის საგრაფოს ადმინისტრაციულ ცენტრ ექსეტერში, მსოფლიოში უხუცესი კატა, სახელად Rubble გარდაიცვალა

კატის პატრონ მიშელ ჰერიტეჯის თქმით, ღია-ჟღალი ფერის კნუტი მას 1988 წელს, დაბადების 20 წლისთავზე აჩუქეს და მას შემდეგ მუდმივად ერთად ცხოვრობდნენ.

ჰერიტეჯი ამბობს, რომ კატა არ ავადმყოფობდა, თუმცა სიცოცხლის ბოლოს ძალიან გახდა. მისი ხანგრძლივი სიცოცხლე ჰერიტეჯმა იმით ახსნა, რომ ბავშვები არ ჰყავდა და კატას ანებივრებდა ბავშვივით.

“რაბლი ბოლოს სწრაფად მოტყდა. აღარ ჭამდა და მხოლოდ წყალს სვამდა. ძალიან გახდა. მე სამსახურში წავედი, როგორც ყოველთვის, და როდესაც დავბრუნდი, ქმარმა მითხრა, რომ რაბლი გზაზე გადავიდა და აღარ მობრუნდა. ამიტომ ვთვლით, რომ, როგორც ეს კატებმა იციან, ის წავიდა, რათა მომკვდარიყო”, – ამბობს მიშელი.

მისი თქმით, გამორიცხულია შეცდომა რაბლის ასაკზე საუბრისას, რადგან მან ის საჩუქრად თავისი მე-20 დაბადების დღეს მიიღო.

ipress

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930