გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში, საპირფარეშოში ჩაგდებული ჩვილი იპოვეს- გამოძიება დედის მიერ ახალშობილის მკვლელობის მუხლით დაიწყო

4-07-2020

კასპში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის გაზრახ მკვლელობას გულისხმობს. სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, ამ მუხლით მიმდინარე გამოძიების მიხედვით დანაშაული დედამ ჩაიდინა.

 

ახალნამშობიარები ახალგაზრდა ქალი კასპის „მედალფაშია“გადაყვანილი. კლინიკის ექიმის ნინო ბოლქვაძის განცხადებით, ქალბატონი ჰოსპიტალში  გართულებული მდგომარეობით შევიდა.  მისივე თქმით, ამ დროისათვის ნამშობიარები ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 "ქალბატონი შემოვიდა დიაგნოზით მშობიარობის მესამე პერიოდით. ჩაუტარდა სათანადო მკურნალობა. ოპერაციული ჩარევა. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საავადმყოფომ როგორც მე ვიცი აცნობა სამართალდამცავ ორგანოებს," - ნინო ბოლქვაძემ.  

შეგახსენებთ, კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ახალგაზრდა ქალმა იმშობიარა. ჩვილი საპირფარეშოში გარდაცვლილი იპოვეს.  

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930