გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
24 წლის გოგოს, რომელსაც მამაკაცმა ცეცხლი წაუკიდა, კანს გადაუნერგავენ

4-07-2020

რამდენიმე დღის წინ მამაკაცმა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 24 წლის გოგონას ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. გოგონა დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე ამბობს, ახალგაზრდა გოგოს მდგომარეობა სტაბილურია და მომდევნო კვირიდან მისთვის კანის გადანერგვას დაიწყებენ.

 

„ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სერიოზული დიაგნოზი აქვს. მას სხეულის 37% აქვს დამწვარი.

 

დამწვრობითი შოკიდან გამოვიდა, ვემზადებით ეტაპობრივი საკუთარი კანის გადანერგვისთვის. რამდენიმე ოპერაცია სჭირდება და იქითა კვირიდან დავიწყებთ. ჯერჯერობით მკურნალობას დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პრაიმტაიმი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930