გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ძიუდოისტის ადვოკატი: ვეჭვობ, შაქარაშვილი მოკლეს, ცხედარი დამალეს და არაგვში ორი დღის შემდეგ გადააგდეს

7-07-2020

"ვეჭვობ, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს, ცხედარი დამალეს და არაგვში ორი დღის შემდეგ გადააგდეს... 24 საათის განმავლობაში, როგორც წესი, მსგავსი წყლიდან, უნდა ამოტივტივებულიყო, თუმცა 4 დღე ეძებეს და ამოტივტივებული არ იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ გაგვიჩნდა ეჭვი და არ გამოვრიცხეთ, რომ 4 დღე წყალში არ იყო. სიტყვაზე ვთქვათ, ვინმეს ცოდნოდა სად იყო მიცვალებული, აეღო და ჩაეგდო წყალში. ეჭვი გაგვიჩნდა, მაგალითად, მკერდზე რაღაც ზეწოლის კვალი ჩანდა, ამაზე ექსპერტიც საუბრობს, ვიღაც შეეცადა გაეკეთებინა ხელოვნური სუნთქვა პირდაპირი გულის, ამ დროსაც დაზიანება ხდება გულმკერდის, შეიძლება გემატომური რაღაც გამოიწვიოს, როცა ფიზიკურად ძლიერია დამიანი ამას ახორციელებს", - ამის შესახებ დაკავებული ძიუდოისტის გიორგი ტატიაშვილის ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ "მთავარ არხს" განუცხადა. 

გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს დაიკარგა, მისი ცხედარი 4-დღიანი სამაშველო სამუშაოების შედეგად მდინარის კალაპოტში იპოვეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930