გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეს ნაგავი გიოს ძმაკაცი არასდროს ყოფილა - ანა შაქარაშვილი ვახო ახვლედიანზე სტატუსს აქვეყნებს

7-07-2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულად ცნობილ მოწმეებთან დაკავშირებით კითხვები გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახის წევრებსაც აქვთ - გიორგის შაქარაშვილის და ანა შაქარაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვახტანგ ახვლედიანთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს. 


ანა შაქარაშვილი წერს, რომ გასაჯაროვებულ კადრებში გიორგი შაქარაშვილი ახვლედიანის დაცვას ცდილობს, ხოლო ეს უკანასკნელი პირველ ჩვენებაში ამბობს, რომ გინებით მისდევდნენ მასაც და გიოსაც მკვლელები და შემდეგ ის ჩვენებას ცვლის და ამბობს, რომ ასე არ ყოფილა. 


"ახლა ეს ლაჩარი ცვლის ჩვენებას და ამტკიცებს რომ თურმე საცემად არ მისდევდნენ, თუ მართლა ასე იყო რისთვის იჯექი ბუჩქებში კურდღელივით განაბული", - წერია სტატუსში.


შაქარაშვილის ოჯახის წევრების შეკითხვებს პასუხი, სავარაუდოდ, მხოლოდ მას შემდეგ გაეცემა, რაც შსს გენერალური პროკურატურის მითითებით, საქმის მოწმეებს ხელახლა გამოკითხავს.


mtavari.tv

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031