გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსეთი არ ეცდება დაარწმუნოს ამერიკა, ღია ცის ხელშეკრულებაში დარჩეს

7-07-2020

„რუსეთი არ დაარწმუნებს შეერთებულ შტატებს დარჩეს ღია ცის ხელშეკრულებაში“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იარაღის კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელმა ოლეგ ბუშუევმა განაცხადა.

როგორც ბუშუევმა ​​აღნიშნა, ხელშეკრულების ყველა მონაწილე მხარე საუბრობდა იმაზე, რომ ამერიკის ხელშეკრულებაში დარჩენა მნიშვნელოვანი იყო მისი გამჭვირვალობისა და ევროპის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა, მონაწილე ქვეყნების ვირტუალური კონფერენციის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა ვერ მოახერხეს პოზიციების ერთმანეთთან დაახლოება და ვაშინგტონი ღია ცის ხელშეკრულებიდან გამოსვლის გადაწყვეტილების გადახედვას, სავარაუდოდ, არ განიხილავს.

მისი თქმით, რუსეთი ამერიკასთან ხელშეკრულებაში ყოფნის შესახებ ყველა საკითხის განსახილველად მზადაა, მაგრამ არ აპირებს დაარწმუნოს ამერიკა გადაწყვეტილება შეცვალოს.

მაისის ბოლოს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შტატები ღი ცის ხელშეკრულებას ტოვებს.

ცნობისთვის, „ღია ცის“ შესახებ შეთანხმება ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ფარგლებში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელიც ხელმომწერი ქვეყნების ტერიტორიაზე შეუიარაღებელი სადამკვირვებლო ფრენების რეჟიმს აწესებს. ხელშეკრულების მიზანია სამხედრო სფეროში „ღიაობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესება“ და ევროპაში არსებული და სამომავლო შეიარაღების კონტროლის შეთანხმებებთან თავსებადობის მონიტორინგის ხელშეწყობა.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930