გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ციმბირში ისტორიაში ყველაზე ცხელი ივნისი დაფიქსირდა

7-07-2020

გასული თვე ციმბირში დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი ივნისი იყო. ამის შესახებ BBC იტყობინება. ​

კოპერნიკის ატმოსფეროს მონიტორინგის სამსახურში აღნიშნავენ, რომ საშუალო ტემპერატურა რეგიონში წელს 5 გრადუსით მაღალია. 20 ივნისს კი ჰაერი 38 გრადუსამდე გათბა, რაც არქტიკისთვის ახალი რეკორდია.

ტყის ხანძრების გამო ატმოსფეროში 59 მეგატონა CO2 გამოიყო, რაც ბოლო 18 წლის განმავლობაში რუსეთის რეგიონისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სიცხის ტალღამ არქტიკაში ყინულის დნობაც გამოიწვია.

ამასთან, ციმბირის დასავლეთ ნაწილში ტემპერატურა ჩვეულებრივზე დაბალია.           

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031