7-07-2020
ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ თავად ბრაზილიის პრეზიდენტმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსის სიმპტომები, მათ შორის მაღალი ტემპერატურა აღმოაჩნდა.
რამდენიმე დღის წინ ბრაზილიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შესაძლოა კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს. ბოლსონარუ დაავადებას „გრიპს“ უწოდებდა. ივნისის ბოლოს სასამართლომ მას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნიღბის გარეშე გამოჩენა აუკრძალა.