8-07-2020
რაც შეეხებათ საქართველოს მოქალაქეებს, ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი მიზნით ვიზიტის შემდგომ, სამშობლოში უკან დაბრუნებისას გაივლიან სავალდებულო 14 დღიან კარანტინს , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგისას განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ჩამოყალიბებული მოთხოვნები ექვემდებარება გადახედვას, არის ცვალებადი და საკუთარი მოგზაურობის დაგეგმვის დროს მოქალაქეებმა აუცილებლად გაითვალისწინონ არსებული რეგულაციები.
„რაც შეეხებათ საქართველოს მოქალაქეებს, ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი მიზნით ვიზიტის შემდგომ, სამშობლოში უკან დაბრუნებისას გაივლიან სავალდებულო 14 დღიან კარანტინს. მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა ასევე გაითვალისწინონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ჩამოყალიბებული მოთხოვნები ექვემდებარება გადახედვას, არის ცვალებადი და საკუთარი მოგზაურობის დაგეგმვის დროს აუცილებლად გაითვალისწინონ არსებული რეგულაციები“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.