8-07-2020
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია, ხოლო ერთი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.
"ამ მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 107 პაციენტი. 5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 4 არის შემოტანილი, ანუ იმპორტირებული. ამ 4-დან სამი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ხოლო ერთი გახლავთ საკარანტინო ზონიდან დადასტურებული შემთხვევა. ხოლო მეხუთე შემთხვევა, ეს გახლავთ კონტაქტის კონტაქტი. ანუ, ეს ერთი არის შიდა გადაცემით"-განაცხადა ეზუგბაიამ.